|
2022-09-14 19:01:52, 1882 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - IAEA-ს ექსპერტების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შედეგი არ მოუტანია
IAEA-ს ექსპერტების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შედეგი არ მოუტანია. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა, თუ ტერორისტები წაიღებდნენ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და დატოვებდნენ ელექტროსადგურს. "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, შედეგი არ მოუტანია, სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა, თუ ტერორისტები წაიღებდნენ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და დატოვებდნენ ელექტროსადგურს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)