|
2015-01-06 15:56:21, 5237 ნახვა
სამართალი
რევაზ ნადოი: ზურაბ ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა
„ზურაბ ჟვანიას ცხედარს, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვებიდან გამომდინარე, ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა“, - ამის შესახებ პროკურორმა რევაზ ნადოიმ საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის დასრულების შემდეგ, ექსპერტთა ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა. მან ასევე სანიტარი არჩილ ჭიკაიძის ჩვენებიდან გამომდინარე განმარტა, რომ სანიტარმა, ზურაბ ჟვანიას გვამს ბალზამირება უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით ჩაუტარა. „სასამართლოზე დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება, არც შესაბამისი ცოდნა და არც ვალდებულება არ ქონდა, რომ გვამები დაეთვალიერებინა, საეჭვო უბნები დაეფიქსირებინა და არ ქონდა უფლება განესაზღვრა იყო თუ არა დაზიანებული ესა თუ ის უბანი. მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და მისი პრეროგატივა. მოწმემ განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მანიპულაცია. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევებში ბალზამირების გაკეთება არის დაუშვებელი. სანიტარის თქმით, ზურაბ ჟვანიას გვამს მან უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით ჩაუტარა ბალზამირება“,-განაცხადა რევაზ ნადოიმ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)