|
2022-09-12 19:17:36, 1806 ნახვა
ომი უკრაინაში
დეოკუპირებულ ბალაკლეაში, სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს
დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი მარიანა ბეზუგლა ავრცელებს. მისივე თქმით, ფოტომასალები ამის მკაფიო დასტურია. "ბალაკლეა. სააღსრულებო ოთახი. სარდაფი. ინსტრუქციები "უკრაინული ნაციზმის" შესახებ კედლებზეა გაკრული, იქვე - სკამი ჩაქუჩით, ლენტით და გამოყენებული ხელთათმანები. მოპირდაპირედ - საკნები. მეორე ოთახში - ნაკაწრები და სისხლის კვალი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)