08:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 12:15:29, 1449 ნახვა

მსოფლიო
Energoatom - უსაფრთხოების გამო, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები სრულად შეწყდა

უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, უსაფრთხოების ღონისძიების გამო, ოპერაციები სრულად შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია სადგურზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტომ Energoatom-მა გაავრცელა. 

ქარხანა "სრულად შეჩერებულია" მას შემდეგ, რაც სააგენტომ ნომერი 6 ენერგობლოკი ქსელიდან დილის 3:41 საათზე გათიშა. 

„მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური სადგურის დაბომბვაში, რაც ატომური კატასტროფის საფრთხის ქვეშაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია.

Energoatom-მა განაცხადა, რომ შაბათს მან აღადგინა საკომუნიკაციო ხაზი ენერგოსისტემამდე, რომელიც დაზიანდა რუსული დაბომბვის შედეგად, რაც საშუალებას აძლევს სადგურს ენერგომომარაგება უკრაინის ენერგოსისტემით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics