|
2022-09-09 13:30:56, 1662 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინის ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია
უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ ასვე დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. „რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. შესაბამისად კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. ეს იქნება მტკივნეული“, - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევის წარმატებული შედეგებისა და 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)