|
2022-09-08 22:19:26, 1469 ნახვა
მსოფლიო
პრინცი უილიამი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე გახდა
ბებიის ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ, უელსის პრინცი უილიამი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე გახდა. ამჟამად, დიდი ბრიტანეთის მეფის ტიტული უილიამის მამას, წარსულში პრინც ჩარლზს ერგო. პრინც ჩარლზისა და ლედი დიანას ვაჟი დაქორწინებულია ქეით მიდლტონზე და ჰყავთ სამი შვილი: პრინცი ჯორჯი პრინცი ლუი, და პრინცესა შარლოტა. (პრინცი ჯორჯი ტახტის მაძიებელი ხდება) ბავშვობიდან უილიამს ჰქონდა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ის აღიზარდა იმ აზრზე, რომ ის იყო მომავალი მეფე და შესაბამისად უნდა მოქცეულიყო. მაგალითად, ოჯახურ შეკრებებზე, ელიზაბეტ II ხშირად იჯდა ახალგაზრდა პრინცს მახლობლად და შეეძლო ეპატიჟებინა იგი კლარენს ჰაუსში მარტო, ჰარის გარეშე. კემბრიჯის ჰერცოგის ტიტულის გარდა, პრინცი უილიამი აგრეთვე ატარებს კერიკფერგუსის ბარონისა და სტრეტჰემის ერლის ტიტულს. დედოფლის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა და მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ახლა გაერთიანებული სამეფოს მეფეა. დედოფალი ელიზაბეტ II, დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ხნის მონარქი, გარდაიცვალა ბალმორალში 96 წლის ასაკში, 70 წლის მეფობის შემდეგ.
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)