09:37 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 16:10:26, 773 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კრამონზე - არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან

არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან,- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, ციხეში შესვლას უშედეგოდ ითხოვს.

კობახიძის თქმით,საპატიმროში ადამიანების შეშვების საკითხი  შესაბამისი უწყების პრეროგატივაა, რომელიც თავად არ ეხება.

" ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მისი განცხადებებით, რომელიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა,ის რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის ძლიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ მისთვის საქართველოს ციხეში  პატიმრის მონახულება მარტივი პროცედურა უნდა ყოფილიყო.

"თავდაპირველად მიპასუხეს, რომ მე არ მივეკუთვნებოდი იმ ჯგუფს, რომელსაც ნიკა გვარამიას მონახულების უფლება ჰქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე, მივიღე უარყოფითი პასუხი. შემდეგ მეორედ მივმართე და პასუხი იგივე იყო. როცა მკითხეს, იყო თუ არა მისი მონახულება მნიშვნელოვანი, მე ვუპასუხე, რომ კი და დავასაბუთე 12 რეკომენდაციით, სადაც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავარ პუნქტებად წერია". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics