10:32 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 13:34:11, 1255 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი მონიტორინგს გაუწევს საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. შესაბამისი ბრძანებულება და კონცეფციის ტექსტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ იქნება დსთ-ს ქვეყნებთან და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, დონეცკ და ლუგანსკთან თანამშრომლობის გაფართოება.

რაც შეეხება საქართველოს და მათ შორის ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რატომ აძლევენ რუსებს საქართველოს მოქალაქეობას.

„რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics