11:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 12:18:44, 895 ნახვა

პოლიტიკა
თორტონი - საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ოლიგარქი ივანიშვილი თუ გაატაროს საჭირო რეფორმები

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია,- ამის შესახებ  "დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორმა, ლორა თორტონმა საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები.

"ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორეს მხრივ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია. როდესაც აკრიტიკებენ ამერიკის ელჩს, ევროპარლამენტარებს, ეს საწინააღმდეგო სიგნალს აგზავნის და ჩემთვისაც ძალიან დამაბნეველია. საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები. იმიტომ რომ ორივე ერთად შეუძლებელია. მე ვფიქრობ ტერმინ დეოლიგარქიზაციამ საქართველოს ხელისუფლება ცოტათი გამოაფხიზლა და ალბათ ამანაც იმოქმედა იმ უარყოფით რეაქციაზე, რომელიც ევროკავშირის მიმართ ჰქონდათ",- განაცხადა თორნტონმა.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics