|
2022-09-05 10:50:17, 842 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - არ მინდა შინაურ საქმეებში ჩავერიო, მაგრამ საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს
საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ევროკავშირს სურს იხილოს პრესის თავისუფლების პატივისცემა. "თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს. მე არ მინდა შინაურ საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას,რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ პრესის თავისუფლების პატივისცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს, რომ ამას ვიხილავთ",- განაცხადა კრამერმა. შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)