|
2022-09-02 13:39:48, 1702 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში ცვლილებები განხორციელდა
„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ნუცა გოგილაშვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს. ნუცა ამ დრომდე ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი იყო. მას ფინანსური მომსახურების სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2011-2014 წლებში ის მუშაობდა ლონდონში, JP Morgan-ში რისკების მიმართულებით. ნუცა ბანკს 2016 წლიდან შეუერთდა და ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია. მათ შორის, 2016 წლიდან კორპორატიული და საინვესტიციო ბანკის სტრატეგიული პროცესების ხელმძღვანელის თანამდებობა, 2017 წელს კი ის გახდა მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი. 2019 წელს კი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდიც ჩაიბარა. ნუცა გოგილაშვილმა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით ლონდონში, Cass-ის ბიზნესსკოლაში მიიღო. მიხეილ გომართელს უდიდესი დამსახურება აქვს „საქართველოს ბანკში“, სადაც იგი 25 წელია მუშაობს. ის დირექტორის მოადგილის პოზიციიდან სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელობას გააგრძელებს. ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს ელენე ოქრომჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ელენე ბანკში, ამ დრომდე, ბიზნეს პროცესების, ოპერაციული მართვის მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მან ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა უდიდესი გამოცდილება როგორც საოპერაციო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)