07:13 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 12:31:46, 1199 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ოკუპანტის დროშა საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, რომელიც მოგვიანებით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

„საქართველომ უნდა იცხოვროს რუსეთის დროშის ქვეშ. ეს არის 100%-იანი, არავითარი ევროპა"- განაცხადა რუსეთის მოქალაქემ.

როგორც პარკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა.

მათივე ინფორმაციით, პარკის ამ ტერიტორიაზე არც კამერები მუშაობს რემონტის გამო. გარდა ამისა, პარკის ადმინისტრაციას არც პოლიციისთვის მიუმართავს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics