09:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 18:53:16, 1254 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ბორჯომის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს

ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესისთვის მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე მაშველი და სამი ვერტმფრენი.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობას ართულებს  კლიმატური პირობები. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომელიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს. გაზრდილია ასევე მეხანძრე მაშველთა რიცხოვნობა და 250-მდე მეხანძრე მაშველის მობილიზება ხდება. ასევე ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად", - განაცხადა დავით სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

ადგილობრივების ცნობით, სოფელ ქვაბისხევის შემდეგ, ცეცხლი უკვე სოფელ დვირის მახლობლადაც გაჩნდა. 

ამასთან, ბორჯომში ტყე უკვე მესამე დღეა იწვის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics