11:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 12:35:08, 1710 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - პუტინის შეჩერება სანქციების გამკაცრებით და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებითაა შესაძლებელი

პუტინის შესაჩერებლად ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების მიწოდება და რუსეთისთვის მეტად მკაცრი სანქციების დაწესებაა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ადამიანების ხოცვას შუა ევროპაში.

„რუსებმა ხარკოვში სახლი დაბომბეს, დაიღუპა, სულ მცირე, 6 და დაიჭრა, სულ მცირე, 16 ადამიანი. რუსეთი შუა ევროპაში ადამიანების ხოცვას აგრძელებს. პუტინის შესაჩერებლად ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების მიწოდება და რუსეთისთვის მეტად მკაცრი სანქციების დაწესებაა",-წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს, როს შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics