14:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 21:01:39, 1230 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი დეგნანზე - იყენებს ტერმინ გავრილოვის ღამეს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში

დეგნანი იყენებს ტერმინ გავრილოვის ღამეს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში. - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული.

"გაოცებული ვარ, რომ ამჯერად უკვე ქალბატონი დეგნანი დაუპირისპირდა თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი. მათ პირდაპირ შეაფასეს 20 ივნისის ღამე, როგორც შეჭრის მცდელობა საქართველოს პარლამენტში. დეგნანი იყენებს ტერმინს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში და გავრილოვის ღამეს უწოდებს. ძალიან მაინტერესებს დეგნანის პოზიცია, ანუ მას მიაჩნია თუ არა გამართლებულად პოლიციელებზე თავდასხმა, მიაჩნია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, იყო თუ არა ამისთვის მოწოდებები. ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. დეგნანის ამ განცხადებით კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის იწონებს მთელ ამ ქმედებებს, ემიჯნება ამერიკის სახელმწიფი დეპარტამენტის პოზიციას. მეორე მხრივ, ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ გუშინ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, აშშ-ის ელჩის ძალიან სერიოზული ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ 20 ივნისის ღამის დამნაშავეები, რომელთაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, გაეთავისუფლებინათ ციხიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხსენია პოლარიზაციის საფუძვლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics