|
2022-08-17 14:45:17, 1770 ნახვა
სამართალი
პროკურატურა სასკოლო ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე, სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს
პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში, სასკოლო ექსკურსიაზე, გარდაცვლილი სოფიო ნიკოლეიშვილის საქმეზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. განცხადების თანახმად, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა ,,ალბიონი"-ს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება, 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ვ.ქ.-ს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იგი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურის მტკიცებით, პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. “პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.“- ვკითხულობთ პროკურატური განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე, გულგრილობის შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალში "ნინოსხევის ჩანჩქერზე" 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილი გარდაიცვალა. 2020 წლის 1 ივლისს, აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი"-ს პედაგოგებს ვ.ქ.-ს და ნ.ს.-ს.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)