|
2022-08-15 13:15:23, 1402 ნახვა
ეკონომიკა
"ბაზისბანკის" ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა
12 აგვისტოს, "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა", ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის" ფინალისტებს უმასპინძლა. კონკურსი ეროვნული ბანკის, პორტალ FinEdu.gov.ge-ს, ბაზისბანკისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამებში მათი ჩართულობის ზრდა იყო. ახალგაზრდებმა, ფინანსური განათლების სწავლების მიზნით, საკუთარი იდეები წარმოადგინეს. კონკურსის ფარგლებში 60-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა და ღონისძიებაზე მათ თავად წარადგინეს საკონკურსო იდეები. კონკურსის პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის თორმეტივე ფინალისტს, ბაზისბანკმა, ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებული, 2,000 ლარით დააჯილდოვა. ახალგაზრდების ფინანსური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. წელს უკვე მეორედ, საქართველოში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსით აღინიშნა, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რაც ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)