|
2022-08-14 12:20:32, 1444 ნახვა
ეკონომიკა
ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა
``საქართველოს ბანკი``, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, სპორტის მხარდამჭერი ბანკი, აგრძელებს ქართული კალათბურთის ხელშეწყობას. საქართველო ევრობასკეტს 1 სექტემბრიდან - 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. იმისთვის რომ კალათბურთის გულშემატკივრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ ორმოცდამეერთე ევრობასკეტის მთავარი ჯილდო - თასი, ის ჭავჭავაძის 29-ში არსებულ SOLO ლაუნჯში, 12 აგვისტოს, დროებით განთავსდა. ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთერთი ჯგუფი 1-7 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდება და შემდეგ ბერლინში გადაინაცვლებს. საქართველოსთან ერთად მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია და იტალია არიან. ევრობასკეტში ევროპის საუკეთესო 24 გუნდი იღებს მონაწილეობას. საქართველოსთან ჯგუფში ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან თამაშს 1, 3, 4, 6 და 7 სექტემბერს გამართავს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პირველი თამაში 1 სექტემბერს, ბელგიასთან ექნება და ის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიასა და იტალიას დაუპირისპირდება. ``საქართველოს ბანკი`` - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)