|
2022-08-13 14:44:50, 1542 ნახვა
ეკონომიკა
Fitch-მა და S&P-მა საგარეო ვალის გადახდის გადავადების გამო უკრაინის რეიტინგები დეფოლტის დონემდე შეამცირეს
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა Fitch-მა და S&P-მა შეამცირეს უკრაინის რეიტინგი უცხოურ ვალუტაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოახერხა საგარეო ვალის გადახდების გადადება. Fitch-მა შეამცირა უკრაინის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი „შეზღუდული დეფოლტის“ (RD), ხოლო S&P-ის რეიტინგი „სელექტიური დეფოლტის“ (SD) დონემდე. „რესტრუქტურიზაციის გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით და ჩვენი კრიტერიუმების შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარიგება პრობლემურია და დეფოლტის ტოლფასია“, - ციტირებს S&P Reuters-ს. 10 აგვისტოს უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კრედიტორები შეთანხმდნენ 2024 წლამდე გაყინონ ქვეყნის გადახდები ევრობონდებზე, რომლებიც უკრაინის საგარეო ვალის 75%-ს შეადგენს. Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინის მთლიანი საგარეო ვალი 19,6 მილიარდი დოლარია. გადახდების გადადება კიევს დაეხმარება დაზოგოს დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)