|
2022-08-12 14:29:01, 1204 ნახვა
ეკონომიკა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება
რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითიც სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა. „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, ქერობიანმა მომსახურების ხელმისაწვდომობის თარიღის შესახებ ბოლოს თვეებში რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა საბორნე გადაზიდვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. მინისტრმა 5 მაისის მთავრობის სხდომაზე საბორნე გადაზიდვების ამოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი დაასახელა. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ კავკაზის მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს. დღეს, 12 აგვისტოს კი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უკაინაში ომის გამო ახალი სირთულეები წარმოიშვა. „მოდით ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დავიცადოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ შეიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და წნეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, - დასძინა ვაჰან ქერობიანმა. რუსული პორტი “კავკაზი”, შავ ზღვაში ქერჩის სრუტეში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)