19:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 17:21:44, 1370 ნახვა

მსოფლიო
კულება - რუსებისთვის ვიზების გაცემა უნდა აიკრძალოს, მათ უნდა ისწავლონ საერთაშორისო საზღვრების პატივისცემა

ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა უნდა აკრძალონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პირველ რიგში მათ უნდა ისწავლონ საერთაშორისო საზღვრების პატივისცემა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები უმრავლესობით უჭერენ მხარს უკრაინის ომს, შესაბამისად უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ მათ პატივისცემას არ ისწავლიან

„მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამას სამართლიანად ამტკიცებს. რუსები უმრავლესობით მხარს უჭერენ უკრაინის ომს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ მათ პატივისცემას არ ისწავლიან”,- წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ამასთა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შეიტანოს ვიზების აკრძალვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics