20:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 14:58:31, 934 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ირაციონალურია, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს განაგრძობს თუ არა ზელენსკის გამო საფასურის გადახდას

 კრემლმა  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას დასავლეთის ქვეყნების მიერ ყველა რუსისთვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ, ირაციონალური უწოდა.

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსების იზოლირება ვერ მოხდება, ხოლო ევროპამ უნდა გადაწყვიტოს განაგრძობს თუ არა  ზელენსკის "ახირებისთვის" საფასურის გადახდას.

”მისი აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში არ არის მასშტაბური. ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. ევროპას საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გადაიხადოს გადასახადები ზელენსკის ახირებისთვის,"- განაცხადა პესკოვმა.

 ცნობისთვის, The Washington Post-თან ინტერვიუში ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, ჩაუკეტონ საზღვარი რუსეთის მოქალაქეებს, როგორც სასჯელი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გამო უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics