17:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 16:46:33, 1713 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრიუშჩენკო - დამპყრობლებმა მარიუპოლში დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია განაახლეს

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია განაახლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტების მიერ დაღუპულთა მასობროვ საფლავებძი დაკრძალვა მათი იდენტიფიცირების გარეშე ხელახლა ხდება.

„დამპყრობლებმა სასწრაფოდ განაახლეს ექსჰუმაცია. ძირითადი ნაწილი მეოტიდას ბულვარზეა. ყოველი ეზოში 10-15 საფლავია. ამასთან არ ხდება ცხედრების იდენტიფიკაცია",- განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებიდან დამპყრობლებმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში დაკრძალული ადამიანების ცხედრების ამოყვანა დაიწყეს.

20 ივნისს პეტრ ანდრიუშჩენკომ გამოაცხადა, რომ ადამიანების ცხედრები მასობრივ საფლავებში იყო დაკრძალული. 20 ივლისს კი მან განაცხადა, რომ ქალაქში ექსჰუმაცია მთლიანად შეჩერდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics