22:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 13:56:35, 1913 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე აღიარებს, რომ შესაძლოა მსახურების დატოვება დასჭირდეს

რომის პაპი ფრანცისკე თვლის, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში გადადგომის განხილვა მოუწიოს და ასე მოიქცევა, თუ იგრძნობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის.

პაპმა ეს განცხადება კანადაში მოგზაურობიდან დაბრუნების დროს გააკეთა. ვიზიტისას მან ბოდიში მოუხადა ძირძველ მოსახლეობას ევროპელი კოლონიზატორებისთვის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური მხარდაჭერისა და კათოლიკურ სკოლებში მკვიდრი ბავშვების მიმართ ძალადობის გამო.

85 წლის ფრენსისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ის აპირებს განაგრძოს თავისი მოვალეობების შესრულება.

"პაპის შეცვლა არ არის კატასტროფა, ეს არ არის ტაბუ,"- განაცხადა პაპმა.

ბოლო თვეების განმავლობაში რომის პაპ ფრანცისკეს რამდენჯერმე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა.
მაგრამ მან უარყო ვარაუდები, რომ  სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება დაუდგინდა.

”ეს მოგზაურობა იყო სტრესული,” - თქვა მან. ”არა მგონია, რომ გავაგრძელო მგზავრობა იმავე ტემპით, როგორც ადრე, ჩემი ასაკისა და მუხლის გამო. ან უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე, რომ გავაგრძელო მგზავრობა. ვემსახურო ეკლესიას, ან განვხილო მსახურების დატოვება“.

  შეგახსენებთ, რომ პაპმა ფრანცისკემ წინამორბედი ბენედიქტ XVI 2013 წელს ჩაანაცვლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics