23:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-01 11:30:30, 978 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების წინაააღმდეგ - უცხოურმა კომპანიებმა ქონების მფლობელები რეესტრში უნდა დააფიქსირონ

დიდი ბრიტანეთი რუსი ოლიგარქებისა და კორუფციული სქემების აღმოსაჩენად ახალ მექანიზმს ნერგავს.

ახალი კანონის თანახმად,  უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც  გაერთიანებულ სამეფოში ქონებას ფლობენ,  მათი ნამდვილი მფლობელები ოფიციალურ რეესტრში უნდა დააფიქსირონ. 

საზღვარგარეთის სუბიექტების რეესტრი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, არის  ფართო ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრის კანონის ნაწილი, რომელიც ამოქმედდა წელს რათა შეაჩეროს უკანონო რუსული ფულის ნაკადი მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

"საეჭვო სიმდიდრის მქონე კორუმპირებული ელიტებისაგან თავისუფალნი რომ ვიყოთ, რომ ვიცოდეთ ვის რა ეკუთვნის.ჩვენ ვხსნით ფარდას იმ კრიმინალებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი უკანონოდ მოპოვებული სიმდიდრის დამალვას,“- განაცხადავ ეკონომიკის მინისტრმა მარტინ კალანანმა.

მათ, ვინც არ დაიცავს ახალ წესებს, შეიძლება დაემუქროს სანქციები, მათ შორის ჯარიმა 2500 ფუნტამდე ($3,043) დღეში ან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რეესტრი აღწერილია, როგორც ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონის მნიშვნელოვანი დებულება, საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტში  ამ ნაბიჯს „სეისმური ცვლილება“ უწოდა.

კანონი მარტში შემოიღეს, რათა გართულდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირების ფულის გათეთრება ლონდონში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics