|
2022-08-01 09:54:39, 860 ნახვა
პოლიტიკა
ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. კონგრესმენის თქმით,მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინასთან დამარცხდება, ცეცხლი შესაძლოა სხვა ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. „რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი კი უკრაინას იცავს. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!",- წერს კინზიგერი. შეგახსენებთ, რომ მრავალფუნქციური მოდულურ სარაკეტო სისტემებს HIMARS- შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70, 80 ან 120კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით- 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)