|
2022-07-27 13:04:20, 1221 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph - ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა მომავალი წლის სექტემბერში მოხდეს, როცა ალიანსის მოქმედი ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს. როგორც გამოცემაში აღნიშნავენ, ჯონსონი დიდი ხანია რაც განიხილება ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე, ევროკავშირის ლიდერების მიმართ, რომლებიც ალიანსს ხელმძღვანელობენ. ამასთან, გენერალური მდივნის პოსტზე ჯონსონის კანდიდატურას მხარს უჭერენ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალი რანგის ლიდერები. კერძოდ, დეპუტატი მარკ ფრანსუა თვლის, რომ ჯონსონის პოლიტიკური მემკვიდრეობა საკამათო იქნება წლების განმავლობაში, მაგრამ ერთი რამ, რაც აშკარად უდაოა, არის მისი აბსოლუტური ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „თუ ის ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტის კანდიდატი იქნება, მე ეჭვი მაქვს, რომ მას შეეძლება დაეყრდნოს პრეზიდენტ ზელენსკის რეკომენდაციას“, - განაცხადა ფრანსუამ. ამასთან, ბრიტანული არმიის ყოფილმა სარდალმა ლორდ დანატმა განაცხადა, რომ ჯონსონის კანდიდატურას ამ უკანასკნელის ხასიათის გამო არ დაუჭერს მხარს. „უდავოდ, მან ბევრი კარგი რამ გააკეთა და ჩვენი სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი ფანტასტიკურია. მაგრამ მეშინია, რომ ეს არის პირადი საქმეები, პატიოსნების ნაკლებობა, ნდობის ნაკლებობა. სიმართლე, რომ ვთქვა, ჩვენ არ გვინდა ჯონსონის საერთაშორისო ასპარეზზე ახალი დაცინვისთვის გაწირვა. ის ერის სირცხვილია“, - განაცხადა დანატმა. გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროს ცნობით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ ამტკიცებს ჯონსონის კანდიდატურას. როგორც გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა თანმოსაუბრემ აღნიშნა, თუ ჯონსონი შეეცდება გახდეს ნატო-ს გენერალური მდივანი, მას საფრანგეთის ვეტო დაემუქრება, რადგან ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად. შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა 2019 წელს მთავრობის მეთაურად ტერეზა მეი შეცვალა, მაგრამ 2022 წლის 7 ივლისს იძულებული გახდა გადამდგარიყო . ამავდროულად, როგორც „The Times“ იტყობინება, ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ მომავალში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, კონსერვატიულ პარტიას კვლავუხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაუბრუნდება.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)