15:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 14:11:29, 1884 ნახვა

რეგიონი
სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სამუშაოები მერმა ადგილზე დაათვალიერა

სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის   ასფალტის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ილია ქამხაძემ ადგილზე დაათვალიერეს.

353 გრძივი მეტრი სიგრძის  გზის რეაბილიტაციას,  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 224 242 ლარია  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - „დასახლებაში  ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. საბავშვო ბაღის მიმდებარედ  საჯარო სკოლის შენობაც არის განთავსებული და მათთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით  გადაადგილებას შეძლებენ როგორც  საბავშვო ბაღის და  საჯარო სკოლის მოსარგებლეები, ასევე დასახლების მაცხოვრებლები“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics