22:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 17:13:56, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა - ომის დაწყების დღიდან რუსებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს

უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან რუსებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურომ განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო დანაშაულებთან ერთად დაფიქსირებულია 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ..

"დარეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებასა და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულს მოიცავს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics