|
2022-07-21 11:26:07, 2074 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მლნ ევროს სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდა
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. მისი თქმით, დახმარება განკუთვნილია უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად. "ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ, შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რჩება კონცენტრირებული და მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში", - წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებისთვის დახმარების მეოთხე ტრანშის 500 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფაზე, 24 მაისს კი საბოლოოდ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. ამგვარად, იმ დროისთვის, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის იარაღის ჯამური დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)