21:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 19:21:06, 1614 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დამტკიცეს. -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით,  რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო სბერბანკის აქტივები გაიყინება.

"ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო სბერბანკის აქტივები გაიყინება... ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებაზე და ნავთობის ფასის შეზღუდვაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics