|
2022-07-19 12:26:25, 740 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - შევწყვიტოთ წუწუნი, ფასი რომელსაც ევროკავშირი და ნატო იხდის იზომება ვალუტით, უკრაინისთვის კი - სიცოცხლით
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ევროპარლამენტის წევრებს „შეწყვიტონ ჩივილები და გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.“ მისივე თქმით, ფასი, რომელსაც ევროკავშირი და ნატო იხდის იზომება ვალუტით, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ყოველ დღე დაკარგული სიცოცხლეებია. "ჩვენ უნდა შევწყვიტოთ წუწუნი, გავძლიერდეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიზნად უნდა დაისახონ უკრაინის არსებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა დიდი ხნის განმავლობაში, რადგან მათი დახმარების გარეშე ფასი გაცილებით მაღალია.ჩვენს ინტერესებშია დავეხმაროთ უკრაინას, რადგან თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ჩვენთვის საშიშროებაა.თუ თქვენ არ გაინტერესებთ ამის მორალური ასპექტი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებზე., გადაიხადეთ ჰუმანიტარული დახმარება, გადაიხადეთ ეკონომიკური სანქციების შედეგები, რადგან ალტერნატივა მოგვიანებით გაცილებით მაღალი ფასის გადახდაა."- განაცხადა სტოლტებმერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)