01:02 - 05 Jul, 2026
|
2022-07-19 12:27:20, 712 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი ძებნილთა სიაში შეიყვანა
უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი რუსეთის ფედერალურ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო "რია ნოვოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იუწყება. გორდონზე ძებნა სისხლის სამართლის საქმეზე გამოაცხადდა, თუმცა, რომელი მუხლით არის საქმე გახსნილი, უცნობია. შეგახსენებთ, რომ მარტში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე დმიტრი გორდონის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, "ომის გაჩაღების საჯარო მოწოდებების, სიძულვილის გაღვივებისა და რუსული არმიის შესახებ ყალბების გავრცელების" შესახებ. აპრილში გორდონი იმ ორგანიზაციებისა და პირების სიაში მოხვდა, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში ან ტერორიზმში ჩართულნი არიან მიჩნეული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)