16:26 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:52:07, 1160 ნახვა

სამართალი
ბერძენიშვილი: არ ვიცნობ მოქალაქეს, რომელსაც ჰგონია, რომ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები არ გაყალბებულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან  ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმის გამოძიებისას საბუთები და მტკიცებულებები გაყალბდა.

თუმცა, მისივე თქმით, საქმის გახსნამდე დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა როგორ მოხდა.

„საქართველოში არ ვიცნობ არც ერთ მოქალაქეს, რომელსაც ჰგონია, რომ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებები არ გაყალბებულა. მე ვიცი, რომ მტკიცებულებები გაყალბდა. ჩემთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ გარემოებები არის შეცვლილი. დანაშაული ჩადენილია, მაგრამ რა ტიპის დანაშაულის და როგორ მოხდა მისი ჩადენა, ამას ვერ გავიგებთ, სანამ საქმე არ გაიხსნება,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმის ყოფილი გამომძიებლები დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავა. თუმცა, სასამართლომ ისინი გუშინვე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics