|
2022-07-18 14:33:42, 1100 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი ირანს ეწვევა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18-19 ივლისს ებრაჰიმ რაისის მიწვევით ირანს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც იქნება. იმავე დღეს, ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრებიან ასტანას ფორმატში მეშვიდე სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც ირანის პრეზიდენტი უმასპინძლებს. ერდოღანი და რაისი 19 ივლისს თეირანში თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეშვიდე შეხვედრას უხელმძღვანელებენ. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება რეგიონული და გლობალური საკითხებიც. „თურქეთი-ირანის ურთიერთობების ყველა ასპექტი და პოტენციური ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას, განიხილება საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართება შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით“, - ნათქვამია განცხადებაში. სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტი ასევე ორმხრივ შეხვედრას გამართავს რუს კოლეგასთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)