|
2022-07-12 11:05:33, 778 ნახვა
მსოფლიო
Reuters - აშშ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას გეგმავს
Reuters-ი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ განიხილება წინადადება რუსული ნავთობის ექსპორტის ფასის შეზღუდვის შესახებ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბარელზე 140 დოლარამდე გლობალური ფასის კიდევ ერთი ზრდის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი ჯენიფერ გრანჰოლმი გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას ინდოეთთან და იაპონიასთან, რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვასთან დაკავშირებით. დასავლეთის მიზანია შეინარჩუნოს ფასი ისე, რომ რუსეთის წარმოების ზღვრულ დანახარჯებს დაფარავს, რათა მოსკოვს ნავთობის ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს, თუმცა, ფასების მანიპულაციით ომის დაფინანსების საშუალებას შეუზღუდავს. დიდი შვიდეულის ქვეყნები ბავარიაში სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად და ომის მანქანის დასასუსტებლად, დამატებით სანქციებს დააწესებდნენ, თუმცა, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)