15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 17:22:13, 1459 ნახვა

რეგიონი
​აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში, 3-8 ივლისს ასოციაცია “ანიკას” ორგანიზებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. 

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პორტუგალიის სხვადასხვა სოციალური სერვისების გაცნობა, მათ განხორციელებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის პრაქტიკის გაზიარება.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების - ლანჩხუთის, ბაღდათის, ხარაგაულის, ქედის, ყვარელის მერებმა და ჩოხატაურისა და შუახევის მერის მოადგილეებმა, მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ეწვია ლისაბონის სოცუიალური სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, პორტუგალიის სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics