|
2022-07-07 13:33:06, 2723 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ლონდონში „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის - RUSI-ს მიერ ორგანიზებულ „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო. კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარების გეგმებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გენერალ პატრიკ სანდერსს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერისთვის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)