|
2022-07-05 13:36:08, 1317 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა
1 ივლისს „თიბისიმ“ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. გორისა და ქუთაისის შემდეგ ეს მესამე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, სასტუმროს მენეჯმენტზე, ციფრულ სივრცეში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მონაწილეებს მაკრო-კონომიკურ მიმოხილვა გააცნო „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ. ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება, ნეთვორქინგი, გამოცდილების გაზიარება და მათი კომუნის გააქტიურებაა. ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)