|
2015-02-05 13:14:25, 2242 ნახვა
ეკონომიკა
კალაძის ინფორმაციით, პირველ მარტამდე გახდება ცნობილი, რამდენი ხნით გადავადდება გაზის ტარიფის ზრდა
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, „სოკართან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა ამ ეტაპზე გაზის გაძვირება არ მოხდეს. მინისტრის თქმით, პირველ მარტამდე გახდება ცნობილი, რამდენი ხნით გადავადდება გაზის საფასურის ზრდა. „გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით საუბარი, მხოლოდ კომერციული ობიექტებისთვის იყო, გარდა პურის საცხობებისა, ეს კი ლარის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარეობდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები „ყაზტრანსგაზსს“ შეექმნა და ასევე თბილისში არსებულ ლიცენზიის მქონე კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებს. შესაბამისად მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო კომერციულ ობიექტებზე მომხდარიყო ფასის ზრდა, თუმცა მოხდა „სოკართან“ საუბრის დაწყება და ჩვენ განვიხილავთ გამოინახება თუ არა რაიმე შესაძლებლობა, რომ ამ ეტაპზე „სოკარის“ დახმარებით გაზის გაძვირება არ მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემები შეექმნათ ასევე თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ელექტროენერგიას ბუნებრივი აირით გამოიმუშავებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)