15:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 16:43:26, 1553 ნახვა

რეგიონი
კონფერენცია თემაზე „პრაქტიკული ნეონატოლოგიისა და პედიატრიის თანამედროვე გამოწვევები“

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, სასტუმრო შერატონში, დღეს  კონფერენცია გაიმართა თემაზე „პრაქტიკული ნეონატოლოგიისა და პედიატრიის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენცია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ექიმ-ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ია დავითაიამ გახსნა. მონაწილებს სიტყვით მიესალმნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ნეონატოლოგიის მიმართულების პროფესორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფავლენიშვილი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

 ძილის დარღვევები და მათი მართვა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში; სპინალური კუნთოვანი ატროფია - ახალი ერა დაავადების მართვასა და მკურნალობაში; D ვიტამინი თანამედროვე რეკომენდაციები; ქალის რძის ბანკის დაფუძნების პროექტი საქართველოში და ევროპული გამოცდილება; ნეონატალური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ორსულებში COVID 19 შემთხვევათა ანალიზი ინფექციური დიარეა ბავშვთა ასაკში; თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი და ახალშობილთა ენდოკრინოლოგიის სხვა სიახლეები.

კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის პედიატრები, ნეონატოლოგები, ოჯახის ექიმები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics