|
2022-06-30 16:46:54, 938 ნახვა
ეკონომიკა
უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე
შორ გზაზე უსაფრთხო მგზავრობისთვის სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების გამართულობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სპეციალისტების რჩევით, შორ დისტანციაზე გადაადგილებამდე მნიშვნელოვანია, ყველა საჭირო დეტალი შემოწმდეს. სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ განახლებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. უსასრულო გარანტია ნებისმიერი ბრენდის აკუმულატორებსა და საბურავებზე ვრცელდება. უსასრულო გარანტიის პირობებში, „თეგეტა მოტორსში“ შეძენილ აკუმულატორს სერვისცენტრში უსასყიდლოდ შეაკეთებენ ან მომხმარებელს თანხის 100%-ს აუნაზღაურებენ. გარანტიის პირობები შეიძლება გავრცელდეს როგორც გარეგანი ზემოქმედებით აკუმულატორის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებისას, ისე ელექტრონული გაუმართაობის შემთხვევაშიც. სატვირთო ავტომობილისა და მიკროავტობუსისთვის კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი საბურავია. „თეგეტა მოტორსის“ უსასრულო გარანტია ნებისმიერი ბრენდისა და დანიშნულების საბურავზე მოქმედებს. აკუმულატორების მსგავსად, უსასრულო საგარანტიო პირობა გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში საბურავის აღდგენას ან 100%-მდე თანხის ანაზღაურებას. სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებს უსასრულო გარანტიით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში აკუმულატორისა და საბურავების შეძენა-დამონტაჟების შემთხვევაში შეუძლიათ. --
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)