12:34 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 17:09:47, 854 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, გაერთანებული სამეფოს პრემიერს, ბორის ჯონსონსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

მთავრობის მეთარუმა ორივე ქვეყნის ლიდერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევხვდი.  ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ურყევ მხარდაჭერას მოიცავს

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი მათვის ხელსაყრელ დროს საქართველოში დაპატიჟა.

.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics