00:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 14:24:03, 1112 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, სპეციალური მაცივრები და ცივი ყუთები გადაეცა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (NCDC), ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება.

უწყების ცნობით, სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით. 

„სპეციალური მაცივრები გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა, კლინიკებს, ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.

ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ამასთან, სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში მოეწყობა სპეციალური ცივი ოთახი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics