11:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 10:47:37, 1155 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა მხარემ დონეცკის რეგიონის ანექსიის ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის 11 სექტემბერს დანიშნა

რუსულმა მხარემ  დონეცკის რეგიონის ანექსიის ე.წ „რეფერენდუმი“ 2022 წლის 11 სექტემბერს დანიშნა.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ Telegram- ზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ფსევდორეფერენდუმი სავარაუდოდ გაიმართება დონბასის "ნაცისტური დამპყრობლებისგან" "განთავისუფლების" და საბჭოთა პერიოდის მარიუპოლის დღის აღნიშვნის ფონზე.

„დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ ანექსიის რეფერენდუმი დაინიშნა 2022 წლის 11 სექტემბერს. საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო ინსტრუქციები მოემზადებინათ ადგილები და „რეფერენდუმის კომისიები“ და გადასცა ისინი საჯარო თვითორგანიზაციის კომიტეტებს“, - წერს ანდრიუშჩენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია ქალაქ მარიუპოლში. მოსახლეობა თვეების განმავლობაში წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი და წვიმის წყლის აღება უწევთ. მშვიდობიანი მოსახლეობა საკვების დეფიციტს განიცდის, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა მცირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics