09:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 19:14:48, 1611 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის დროს ადგილზე 1000 მდე ადამიანი იმყოფებოდა

რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას ოლქის კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროს შენობაში ათასზე მეტი ვიზიტორი  იყო.

პოლტავას რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ დარტყმა კრემენჩუგში იყო. კრემენჩუგის მერის, ვიტალი მალეცკის თქმით, დარტყმა მოხდა "ძალიან ხალხმრავალ ადგილას, რომელიც 100% არ არის დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან".

"კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა მოხვდა ძალიან ხალხმრავალ ადგილას, რომელიც 100%-ით არ არის დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რაშისტები, ჯოჯოხეთში იწვით. ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ტრაგედიის ადგილზე ვარ", - განაცხადა მან. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ კვამლის სვეტების შესახებ ქალაქზე და დაღუპულთა დიდ რაოდენობაზე.

ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს თავის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

"ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ცეცხლს ებრძვიან, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია.
რუსეთის არმიას საფრთხე არ ემუქრებოდა. არანაირი სტრატეგიული ღირებულება ობიექტს არ აქვს. მხოლოდ ადამიანების მცდელობა, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რაც ასე აბრაზებს ოკუპანტებს.
რუსეთი აგრძელებს თავის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ. მისი მხრიდან ადეკვატურობისა და ჰუმანურობის იმედის ქონას აზრი არ აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics