17:39 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:39:36, 1380 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ეკონომიკური ზრდის ზუსტ პროგნოზს ვერ ასახელებს

"დღეს არსებული ინფორმაცია საშუალებას არ გვაძლევს, ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზი ვთქვათ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს, რათა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდეს.

"ამ ეტაპზე მთავრობას პროგნოზთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რათა დავაზუსტოთ ჩვენი პროგნოზები. ამ ეტაპისთვის ჯერ გადახედილი პროგნოზი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის ჩვენს მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მაგრამ, დღეს არსებული ინფორმაცია ჩვენ საშუალებას არ გვაძლევს, რომ ვთქვათ ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზი. ამ ეტაპისთვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის   პროგნოზი მიმდინარე წლისთვის არის ისევ 5%", - აღნიშნა ხადურმა. 

რაც შეეხება ეროვნულ ბანკის ჩართულობას ლარის კურსთან დაკავშირებით, მინისტრის განმარტებით,  ის თავად განსაზღვრავს,თუ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ბაზარზე.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვცვლით ინფორმაციას. იმის გამო, რომ ბაზარზე გაიზარდა ლარზე მოთხოვნა, მოხდა კურსის დასტაბილურება. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის თავის ქმედებებში დამოუკიდებელია და თავად განსაზღვრავს  რა ტიპის გადაწყვეტიებას მიიღებს ბაზარზე", - განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics