06:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 12:33:18, 1011 ნახვა

მსოფლიო
ნორვეგიაში ღამის კლუბში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა. პოლიცია თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს,- ამის შესახებშესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

სროლა ლონდონის პაბში მოხდა, რომელიც საკუთარ თავს „გეი შტაბს 1979 წლიდან უწოდებს“, იტყობინება ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NRK.

არსებული ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მოხცდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქი ყოველწლიური სიამაყის აღლუმისთვის ემზადებოდა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.

„უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა იყო საშინელი და შოკისმომგვრელი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ქცევის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოტივი გაურკვეველია, სროლამ ლგბტქ თემში შიში და მწუხარება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ოსლოში ყოველწლიური სიამაყის აღლუმი უნდა გაიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics