15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 18:58:19, 977 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე - სასწაული კადრებიაო და ახლა არ დებს იმიტომ, რომ არ უნდა სიმართლის გაამჟღავნება

,,არაფერში არ წერია, ნახევარი საათი რესპონდენტის ნერვებზე ითამაშო, აყენო შეურაცხყოფა, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტში ეს არ ზის, წარმოუდგენელი ამბავია. რაღა ამ ადამიანთან გვემართება მაინცდამაინც ეს ამბავი,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას მისამართით დასმულ შეკითხვას. 

როგორც მდინარაძემ განმარტა, რომ შეგვექმნას წარმოდგენა, თუ რა მოხდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ უნდა ინახოს სრული მასალა, რომლის შინაარსობრივი ნაწილის გამჟღავნება მდინარაძემ უხერხულობის გამო არ მიიჩნია საჭიროდ. 

,,წინა შემთხვევაშიც ასე იყო, როდესაც ერთი და იგივე, ორმოცი წუთი აკეთა. იმის წინა შემთხვევა თავად გამახსენა - სასწაული კადრებიაო და ახლა, არ დებს იმ მასალას იმიტომ, რომ არ სურს, რაც მე ვუთხარი, სიმართლე გაამჟღავნოს. ახლა, მეც არ გავამჟღავნებ იქიდან გამომდინარე, რომ მართლა მეუხერხულება კამერების წინ ამაზე საუბარი. ამიტომ, ცალმხრივად ნუ მიუდგებით ამ საკითხებს, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს, რა ხდებოდა გუშინ, ის საოცრება, მეტს არ შევაფასებ, ის ნახევარსაათიანი მასალა უნდა ნახოს. წარმოუდგენელი ამბავია, რასაც თქვენ ესწრებოდით და ალბათ, ხვდებით რაზეც ვსაუბრობ,’’ - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics