|
2022-06-24 17:56:38, 787 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე 5 ივლისზე - ვინ უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? რა გააკეთა, პირობითად, მორგოშიამ?
რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაც მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე?, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 ივლისის მოვლენების სამართლებრივი მხარის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კონსტანტინე მორგოშიამ ძალადობა ჩაიდინა და სამართლებრივად არ დაისაჯა. "თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი ორგანიზატორის, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი და გვარი მითხარით. რა გააკეთა, პირობოთად, მორგოშიამ? რა გააკეტა მორგოშიამ? მე ახლა ამაში ვერც შევალ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი პოლიტიკური სპექტრი დასაჭერი. რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაც მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე? აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა, მაგრამ, არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს მტკიცებულების სტანდარტი და უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის მაგალითად გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან," - განაცხადა კობახიძემ.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)